გელაურის დასახლებაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს ინფრასტრუქტურული ღონისძიება მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა-ფშაველას, პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს. მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 541 541 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ოქტომბრის თვემდე დასრულდება.
გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 296 669 ლარი დაიხარჯა. ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს. (R)