https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გენდერული თანასწორობა საქართველოში: რას ფიქრობენ ქალები და კაცები?

15:37; 20.03.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), შვედეთის ხელშეწყობით, გამოაქვეყნეს ახალი კვლევა IMAGES 2024: კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში – საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ 2013 და 2019 წლებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის აღქმები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის მიმართ უფრო კომპლექსური და ამბივალენტურია. ზოგადი ცნობიერება გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მცირდება, ხოლო თაობებს შორის სხვაობა იზრდება.

მოსახლეობის 57.5% მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 62%, თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ამავდროულად, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„2013 წლიდან, ჩვენი კვლევა უკვე მესამედ ტარდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს თორმეტწლიანი პერსპექტივით შევაფასოთ საქართველოს მოსახლეობის განწყობები გენდერული თანასწორობის საკვანძო საკითხების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ გენდერულ როლებზე მსჯელობა კვლავ გრძელდება, ერთი რამ სამივე კვლევის შედეგებით იკვეთება: გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა საქართველოში ჯერაც არაა მიღწეული, ხოლო 60%-ზე მეტი თვლის, რომ ქალთა მეტი პოლიტიკური მონაწილეობა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისი ქვეყნის მომავალს თანასწორობის, ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიურობის განმტკიცებას უკავშირებენ“, – განაცხადა დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

მარიკა ბანძელაძემ, UNFPA-ის ხელმძღვანელმა საქართველოში, კვლევის ძირითად მიგნებებს გაუსვა ხაზი:

„კვლევაში გაანალიზებულია გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული დამოკიდებულებები საზოგადოებრივ, სათემო და ინდივიდუალურ დონეზე. კვლევის სამი რაუნდი გვაძლევს საყურადღებო ტენდენციების დანახვის შესაძლებლობას, მათ შორის, ოჯახში ქალის როლის აღქმასთან დაკავშირებით. 2024 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი (57.5%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ  ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. 2019 წელს, ეს მაჩვენებელი 48%-ს შეადგენდა. ასევე გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თაობა ქალთა როლს სხვაგვარად უყურებს და მეტად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“

ელიზაბეთ ბრანდბერგმა, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა და ელჩის მოადგილემ, აღნიშნა, რომ ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა წარმატებული საზოგადოების საფუძველია.

„ჩვენი წლევანდელი კვლევა მნიშვნელოვან დროს გამოქვეყნდა, როდესაც გენდერული თანასწორობის გზაზე მიღწეული პროგრესი და გამოწვევები განსაკუთრებული მსჯელობის საგანია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ გავაცნობიეროთ და შევაფასოთ ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის მხრივ არსებული ბარიერები, რათა ქალებმა შეძლონ აქტიური როლი შეასრულონ მათი ქვეყნის მომავლის შექმნაში“, – განაცხადა ელიზაბეთ ბრანდბერგმა.

კვლევის მიგნებები რამდენიმე საკვანძო სფეროს მოიცავს:

ზრუნვისა და საოჯახო შრომა

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ზრუნვისა და საოჯახო შრომა კვლავ გენდერული ნიშნით ნაწილდება, ხოლო ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება და სახლის დალაგება უმეტესწილად ქალის მოვალეობად მიიჩნევა. 10-დან 6 ქალი ამბობს, რომ ბავშვის მოვლა ძირითადად მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი ადასტურებს. მეორე მხრივ, ქალებისა და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ  ბავშვზე ზრუნვის საკითხები პარტნიორებს შორის განაწილებულია.

გამოკითხულთა უმრავლესობა – ქალების 77% და კაცების 85% – ამბობს, რომ კმაყოფილია პარტნიორებს შორის მოვალეობების არსებული განაწილებით. ეს მონაცემი ოდნავ გაზრდილია 2019 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ მოსაზრებას ქალების 73% და კაცების 78% იზიარებდა.

კაცების უმრავლესობა (69%) და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი (47%) მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს, ამ მოსაზრებას ნაკლებად ეთანხმებოდნენ როგორც კაცები (68%), ისე ქალები (34%).

მემკვიდრეობის განაწილება

2019 წელთან შედარებით, მეტი ქალი და ნაკლები კაცი მიიჩნევს, რომ ოჯახური მემკვიდრეობა ქალებსა და კაცებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. 2019 წელს, მშობლების სახლის თანაბრად განაწილებას კაცების 60.6% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 51.5%-მდე შემცირდა.

ბიზნესი და ლიდერობა

საქართველოს მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლიათ მართონ ბიზნესი. გენდერული სხვაობა ამ საკითხშიც შეიმჩნევა, რადგან აღნიშნულ მოსაზრებას 20%-ით მეტი ქალი ემხრობა.

2019 წელთან შედარებით, ქალები ბიზნესში ლიდერობას მეტი თავდაჯერებულობით უყურებენ. 2019 წელს, ქალების 56% თვლიდა, რომ კაცების მსგავსად, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა. კაცების შემთხვევაში პირიქით, ამ დებულების მხარდაჭერა 54%-იდან 44%-მდე შემცირდა. ასევე გაიზარდა იმ კაცების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ბიზნესში კაცი უკეთესი ლიდერია.

განსხვავებების მიუხედავად, გამოკითხულთა უმეტესობა – ქალების 60% და კაცების 50% – მიიჩნევს, რომ ქალები და კაცები თანაბარ სირთულეებს აწყდებიან კარიერული ზრდის მხრივ. უმეტესობა ასევე ფიქრობს, რომ სამსახურთან ერთად, ქალის პრიორიტეტები ტრადიციულ საოჯახო საქმიანობასაც უნდა მოიცავდეს.

პოლიტიკური მონაწილეობა

2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში იცვლება პოლიტიკოს ქალთა მიმართ დამოკიდებულება და ამავდროულად, იზრდება გენდერული საარჩევნო კვოტირების მხარდაჭერა. კაცების შემთხვევაში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა. 2019 წელს, გენდერულ საარჩევნო კვოტირებას კაცების 44.4% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი თითქმის 10 პუნქტით გაიზარდა და 54.1% შეადგინა.

გამოკითხულთა 62% – ქალების 71.6% და კაცების 51.8% – მხარს უჭერს ქალთა უფრო აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში, რადგან ეს ქვეყნისთვის სასიკეთოა. ქალთა შეხედულებები ამ მხრივ არ შეცვლილა 2019 და 2024 წლებს შორის, ხოლო კაცების მხარდაჭერა თითქმის 7 პუნქტით გაიზარდა. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა. თორმეტი წლის წინ, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას გამოკითხულთა 50% უჭერდა მხარს – ქალების 56% და კაცების 43%.

თაობებს შორის განსხვავება

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მეტად უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას, როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ქალების მხოლოდ 28.6% და კაცების 49% ეთანხმება დებულებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. 30-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მონაცემი უფრო მაღალია: ქალებისთვის 47.7%, კაცებისთვის 65.2%. ხოლო 55 წლის და მეტი ასაკის რესპონდენტებში კიდევ უფრო მაღალი: ქალებისთვის 67.2%, კაცებისთვის 76.7%.

გენდერული თანასწორობა
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18 დეკემბერი, 2025

"ველოდებით კიდევ ძალიან დიდ კატასტროფებს“- ნინო ჩხობაძე

რა გამოავლინა კლიმატის კრიზისისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ურთიერთკავშირის კვლევამ გურიაში

ყველა სიახლე

სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18.12.2025
საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18.12.2025
ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო