გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ The Fox News ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბომბი მას შემდეგ განმუხტეს, რაც 16 500-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ის ტერიტორია, სადაც სამშენებლო სამუშაოების დროს ამერიკული ბომბი აღმოაჩინეს.
ომიდან 70 წლის შემდეგ, გერმანიაში აუფეთქებელ ბომბებს ხშირად პოულობენ.