გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა ბომბი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბომბი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
როგორც ცნობილია, ბომბის აღმოჩენის გამო მოსახლეობა 6 საათის განმავლობაში ევაკუირებული იყო.