პოლიტიკაში დაბრუნებულმა ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მესამე სექტორი, დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, სასამართლო სისტემის ჩამოშლას ცდილობს.
“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბედავს და სასამართლოზე ლაპარაკობს. საუბრობენ, თითქოს ვინმეს კუთვნილებაშიასასამართლო. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე. ამას სჭირდება დრო. 100 საქმიდან, თუ ორ-სამ საქმეს დამისახელებთ, რომ აქ პრობლემა გაქვს, მაშინ ძალიან მაგარი მთავრობა ყოფილა ამ მიმართულებით. ნუთუ ჩვენს ოპონენტებს არ ახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო ხალხი, 300 ათასი პრობაციონერი და მთელი სისტემა რაც იყო შემქნილი.
სასამართლო საერთოდ არ არსებობდა, ეს იყო ნოტარიული დაწესებულება. დღეს გადახედეთ სტატისტიკას, გამამართლებელ-გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი არის იდეალური, მაგრამ ჩვენი მივდივართ წინ და პროგრესი არის ხელშესახები.
თუ რომელიმე მოსამართლეზე იქნება კითხვები, ჩემი პოზიციაა ასეთი – კეთილი უნდა ინებოს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს, საზოგადოებას აუხსნან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ორკესტრირებული, დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ, მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოების მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში.
საქმე გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩამოშალონ და ქაოსი შეიტანონ ამ სისტემაში. ეს ყველაფერი მიდის ერთი მიზნისაკენ, რომ დაასუსტონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” სტუმრობისას.