“დამრჩა განცდა, რომ ის ბოლომდე არ არის თავისუფალი ან, რაღაცაშია პრობლემა”, _ ასე აფასებს ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერი და ახლა უკვე “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ბესელიასთნ კომუნიკაცია აღარ აქვს:
„დამრჩა განცდა, რომ ის ბოლომდე არ არის თავისუფალი ან, რაღაცაშია პრობლემა. არ ვიცი, ვისგან ან რისგან. ეს ჩემი განცდაა, რომელსაც გულწრფელად გიზიარებთ.
მე აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან. მან დღეს მომწერა რაღაც. მომილოცა დაბრუნება.
ის ბოლომდე იდგა გუნდის გვერდით და გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა პროცესები“_ განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.