პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომას გამოეხმაურა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, პოსტის დატოვება თავად პრემიერ-მინისტრისთვის იქნება სასარგებლო. ხუხაშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ლიდერისთის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ გამოირჩევა.
,,ჩემი შეფასებით, კვირიკაშვილი წვალობს, იმიტომ, რომ ის ვერ პასუხობს ლიდერობისთვის დამახასიათებელ მინიმალურ სტანდარტებსაც კი. კვირიკაშვილი ვერ იღებს ვერც ერთ გადაწყვეტილებასა და პასუხისმგებლობას. ჩვენ დავინახეთ, როცა ქვეყანაში დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები ძალიან სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით, ის კომენტარსაც კი არ აკეთებდა. საბოლოოდ, ვნახეთ, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი შალელაშვილის განცხადება აღმოჩნდა, რაზეც საკმაოდ მზვავე რეაქცია ჰქონდა და ფეხები აბაკუნა. გარდა ამისა, კვირკაშვილი უცნობის თემამ ძალიან შეაწუხა და დაგვემუქრა გადავდგებიო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პრიორიტეტები ისე არ აქვს დალაგებული, როგორც ლიდერს შეეფერება.მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია უცნობთან დაპირისპირება, ვიდრე დავუშვათ ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის შეფასებებისგანაც თავს იკავებდა. როდესაც ქვეყანაში ხანძარი იყო კვირიკაშვილს წვიმა ენატრებოდა. გარდა ამისა, თამადობის ინსტიტუტის ნოსტალგია აქვს და რატომ ვაწვალებთ? ხომ არ შეიძლება ადამიანს აკიდო ისეთი ტვირთი, რომლის ტარებაც არ შეუძლია. გადადგომა მისთვის იქნება სასარგებლო. სახელმწიფოს კიდევ ამით არაფერი დააკლდება. ვიცით, ღარიბაშვილი მასზე ბევრად ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო, მაგრამ ერთ კვირაში საპნის ბუშტივით გაქრა. არავის ახსოვდა და კვირიკაშვილი მითუმეტეს არავის ემახსოვრება. თუ კვრიკაშვილი მზად არის, უცნობთან რაღაა გარჩევებს გამო გადადგეს, რა პრობლემაა დატოვოს პოსტი, მაინც ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.