კარუზოს სიკვდილის შემდეგ, მისი იმპრესარიო დიდებული მომღერლის შემცვლელს ეძებდა.
მასთან ახალგაზრდა მომღერალი მივიდა. იმპრესარიომ მოუსმინა და შეჰყვირა:
– ოჰ, სენიორ, თქვენ სავსებით შეგეძლოთ შეგეცვალათ განსვენებული ენრიკო.
– თქვენ ასე ფიქრობთ? – აღფრთოვანდა კმაყოფილი მომღერალი.
– დიახ, მის მაგივრად რომ მომკვდარიყავით.