2019 წლის იანვარ_ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 75,6 მლნ_ მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11%_ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20%_ით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ _ 51% (603762 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი _ 3% (106855), პოლონეთი _ 16% (3225982) და ჩინეთი _ 12% (6060265).
ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა _ 56% (570948), გერმანია _ 34% (506565), ბელარუსი _ 62% (2193257), ისრაელი _ 85% (240893), ესტონეთი _ 20% (559412), რუსეთი _ 11% (47201598), მოლდოვა _ 7090% (509018), ნიდერლანდები _ 28% (81562), ჩეხეთი 98% _ (66144), შვედეთი _ 460% (64962), ბულგარეთი _ 73% (32934), ავსტრალია _ 16% (19756), კანადა _ 12% (134850), მონღოლეთი _ 38% (224652), და ა.შ.
ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (47201598), უკრაინა (8306807), ჩინეთი (6060265), პოლონეთი (3225982), ყაზახეთი (2958618), ბელარუსი (2193257), ლატვია (1089768), აშშ (603762), ლიეტუვა (570948) და ესტონეთი (559412).
10 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 302_მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 52%_ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 50,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 58%). მსოფლიოს 27 ქვეყანაში ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 62% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 58%).
მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 284 მლნ აშშ დოლარი, რაც 12%_ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.