გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური “პატრიოტთა ალიანსის” რიგებს შეუერთდნენ. ამის შესახებ განცხადება გია ჟორჟოლიანმა გააკეთა.
ჟორჟოლიანის თქმით, ის და მირიან წიკლაური ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ -დემოკრატების“ კონფიგურაციით გააგრძელებენ მუშაობას პარლამენტში.
“მივიღეთ გადაწყვეტილება მე და მირიან წიკლაურმა და “პატრიოტთა ალიანსმა”. ერთობლივად გავაგრძელებთ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ -დემოკრატები“. აი ასეთი კონფიგურაციით გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას”, _ განაცხადა ჟორჟოლიანმა.