ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.
„გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებენ ამ დეპუტატებს, იმისათვის, რომ არ გაიარონ „სირცხვილის კორიდორში“. კი, ბატონო, 14:00 საათზე დაინიშნება სხდომა? შეგიძლიათ 09:00 საათზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხმა თქვენს ყურამდე მაინც მოაღწევს”, – განაცხადა უგულავამ.