“სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მიის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებით ბრძოლა არა თუ მთავრდება, პირიქით, იწყება.
„სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე, პატიმრობით ბრძოლა არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება“, _ განაცხადა უგულავამ.