https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გინდ გაიოცეთ და გინდ _ გააძვირეთ, კი ავჭერი ძირფესვიანად…” _ რატომ უკვირთ ახალი თხილის ფასი ოზურგეთში

9:08; 27.07.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახალი თხილის რეალიზაცია ოზურგეთში ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ეს ფაქტი ცოტა გასაკვირი იმით აღმოჩნდა, რომ გასულ წლებში, თხილის მიღება ივლისის ბოლოს იწყებოდა, თან მინიმალურ ფასად, ზოგჯერ 50-80 თეთრადაც კი.

“ნეტა, რა ეტაკათ?”. “საარჩევნო აფერისტობა ხომ არ არის?”. “თურქეთში არიან, ძამა, კარგ ხასიათზე?”. “უი, არ ტეხენ, თან…” _ გურულები, ზოგიც ხუმრობით და ზოგიც სერიოზულად, ასე გამოხატავენ ცნობისმოყვარეობას და მიუხედავად იმისა, რომ ფასი არც ისე მაღალია (მხოლოდ შედარებითაა წინა წლებზე მაღალი) მაინც ეჭვის თვალით უყურებენ არსებულ მდგომარეობას.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, გურია ჯერ თანდათან იქცა ჯერ თხილის გასაშენებელ, შემდეგ კი იმავე კულტურის გაუფასურების რეგიონად. ამ დროის მანძილზე, ყველაზე მაღალი ფასი 2005-2007 წლებში და შემდგომ პერიოდში იყო. მერე კი თავქვე დაეშვა ფასი და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გურიის მარჩენალი კულტურის აჭრაც კი დაიწყო ხალხმა.

თუმცა, ბოლო ორ წელიწადში დაწყებული თხილის ხმობის პროცესის გამო, ბევრს, სურვილის საწინააღმდეგოდ, მცენარე მაინც მოსაჭრელი უხდება.

ახლა, ივლისის ბოლოს თხილის ჩასაბარებელი ფასი 2,80 ლარია. ზოგან 2,70 ლარად იბარებენ. სოფლიდან ჩამოსული ადამიანები შედარებით მაღალ ფასად ჩაბარებას ცდილობენ და თხილის მიმღებ პუნქტებში, ვიდრე ჩააბარებდნენ, ფასს კითხულობენ.

_ ორ–სამ დღეში, შესაძლოა, ხვალაც, სამ ლარად ჩაიბარონ. ძალიან გვიკვირს, რომ ახლა ეს ფასი აქვს ახალ თხილს. გასაკვირი კი არაფერია, თუმცა, ბოლო 5-6 წლის მანძილზე მაინც, მაგალითად, შარშან ეს ფასი არ ყოფილა. 2023 წელს, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში ერთი ლარი ღირდა და აგვისტოს ბოლოს, საშუალოდ, 2 ლარად იბარებდნენ. ახლა ამბობენ, თურქეთი არეგულირებს ფასსო და მაინც კარგია. ისე კი, ორჯერ მეტიც რომ ღირდეს, გასაკვირი რაა? შეხედეთ ფასებს, რა ღირს პროდუქტი. არა და არ ეშველა ხალხს, რომ რომელიმე კულტურა, ჩაის შემდეგ, ისე დამკვიდრებულიყო, ამოგვესუნთქა. ადრე გვიხაროდა თხილის სეზონური მოსავალი, მთელი წლის მანძილზე გვყოფნიდა ოჯახის სურსათის საყიდლად, _ გვეუბნება ლეილა ლომჯარია, რომელმაც ათი კილოგრამი თხილი ჩააბარა და თან გვითხრა, ორი დღეა, ვარჩევთ მთელი ოჯახი. კარგად არ შორდება ქეჩხოს, ძალიან ნედლიაო.

_ რად მინდა აწი თხილის მაღალი ფასი? 60 ძირი რომ გახმა, ავდექით და ავჭერით მთლიანად. ახლა მაღალი ფასი უკვირთო და აწი გინდ გაიოცეთ და გინდ _ გააძვირეთ. ჩემთვის აზრი არ აქვს. თქვენ, ეტყობა, არ გინახავთ, რა ხდება ზღვისპირა სოფლებში: მერიაში, შრომაში, ნატანებში. დაიცადეთ, იქეთაც შემოუტევს ჯერ კიდევ უცნობი დაავადება. ჭამეთ მოცვი, თუ გეყოფათ. ახლა მოცვის გაშენებაზე მიდის პროპაგანდა, _ ამბობს სოფელ მერიის მკვიდრი მზია ღლონტი.

_ გამიხარდა, შარშანდელთან შედარებით მაღალი ფასით რომ დაიწყო ჩაბარება. სამი ძირი თხილი მოვკრიფე. დაიჯერებთ? 700 გრამი გამოვიდა ხარისხიანი. ხუთი ტომარა იყო. სულ გაშავებულია. სათითაოდ ვარჩიეთ. ასეთი საშინელება პირველად ვნახე წელს ჩემს სათხილეში. მაინტერესებს, არის თუ არა დამპალი სხვაგან? _ ამბობს ჭანიეთის მკვიდრი ეთერ ლომჯარია.

_ საგანგებოდ შენახული შარშანდელი თხილი, ამ გაზაფხულზე სამ ლარად ჩამაბარებინეს ერთი კილოგრამი. არ ჰქონდა მეტი ფასი. თუ მისაღები ფასი გაიზრდება, მაგას რა სჯობს. მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით. ბაზარია, თან უამრავი პრობლემა არსებობს. ისე თხილი ბევრმა აჭრა, სხვა კულტურებს აშენებენ. ხმობაც დაიწყო, რაც ჯერ არ არის შეჩერებული იქედან გამომდინარე, რომ დადგენილი არაა მიზეზი, _ გვითხრა ცნობილმა ფერმერმა აკაკი ღლონტმა.

_ იცით, რა გვაინტერესებს? ვისაც გვაქვს ეს თხილის პლანტაციები, ავდგეთ და გავანადგუროთ ყველამ თუ, როგორ მოვიქცეთ? ზღვისპირეთში ხმებაო, _ იძახიან და ახლა აგერ ჭანიეთში, ქაქუთში, ლიხაურშიც დაიწყო ხმობა. ყველა ვნახულობთ ორ–სამ ძირს ერთიანად გამხმარს. რაც იყო, უიაფესად ვაბარებდით, მაგრამ ზამთრისთვის შესანახ კონსერვებს, მურაბებს თუ კომპოტებს მაინც ვაკეთებდით. ცოტა იმედი იყო. ახლა რა ვქნათ? დროში კიდევ გაიწელება თუ დაადგენენ, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე? თითქოს, ფაროსანა არ გვყოფნიდა, _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები: ნანა სალუქვაძე, ნინო გოგუაძე, ციური ბაბილოძე, მზია ლომჯარია და სხვები.

_ მე დიდი ხნის წინ მოვჭერი. მაშინ ხმობა არ ჰქონდა დაწყებული და გურული ჯიშის ვაზი გავაშენე. მაშინ გულიც კი მწყდებოდა, რისკზე წავედი, შვილებმა დამიჩემეს… ახლა კი მიხარია, რომ არჩევანში გამიმართლა _ საკმიელას საუცხოო ზვარი გვაქვს, _ ამბობს ჭანიეთის მკვიდრი ირმა სურგულაძე.

ახლა ოზურგეთში, დიდი ალბათობით, ერთი კილოგრამი თხილის ფასი სამი ლარი და მეტიც იქნება, ხოლო, აგვისტოს ბოლოს, ალბათ, გაორმაგდება.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, მომხმარებლის დაცვას როგორ ახერხებს, ძნელი სათქმელია. ხოლო მის სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, თხილის ბაზრის მონიტორინგის მიხედვით, ბოლო სამ წელიწადში საქართველომ 16 ტონაზე მეტი თხილი ს ექსპორტი მოახდინა (2020 წელს), 2022 წელს 23 465 ტონა გაიტანა, ბევრად მეტი წინა წლებზე. ხოლო 2023 წელს ისევ ვარდნა იყო და 16169 ტონის ექსპორტი მოახდინა.

იტალია, გერმანია, სომხეთი და რუსეთი _ ეს ის ქვეყნებია, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობით ხდება ქართული თხილის იმპორტირება. ორი ტიპის თხილის, ნაჭუჭგაცლილის და ნაჭუჭგაუცლელის ექსპორტი საქართველოდან კარგად ხორციელდება და ბაზარი კონკურენტულია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თხილის ირგვლივ, უამრავი პრობლემა მზარდი პროცესითაა გამოხატული და ამას ყველაზე უკეთ ადგილობრივი მოსახლეობა გრძნობს.

_ რეალიზატორია თუ ინვესტორი, მას აინტერესებს თხილი მოიპოვოს, ჩაიბაროს და ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება ჩვენს თავს. რაც უნდა ახალი და სარფიანი კულტურა შემოვიდეს, თხილს მაინც თავისი ადგილი აქვს. ჩვენ გვინდა, ვიდრე სრულიად გადამხმარა ეს პლანტაციები, დააჩქარონ კვლევა. ჩვენს თაობას, ასევე წინასაც ახსოვს, როგორ მომგებიანი იყო აბრეშუმის პარკის მიღება, მერე მოულოდნელად თუთის დაავადება გაჩნდა და ერთიანად მოსპო. მაინცდამაინც ასე უნდა მოხდეს? კი, ბატონო, კარგია შერეული მეურნეობა, კენკროვნიც გაშენდეს, კურკოვნებიც და კაკლოვნებიც. ჩაის რეაბილიტაციაზე რახანია საუბრობენ, მაგრამ თხილი რატომ უნდა გამოგვძვრეს ხელიდან? შარშანდელის მერე არკვევენ და ვერ გაარკვიეს, რატომ ხმება, რა სჭირს. კიდე ორი წელი თუ არკვიეს, დამერწმუნეთ, აღარ იქნება მალე. სხვა სოფლებშიც დაიწყო ხმობა, _ გვეუბნება დიდი გამოცდილების მქონე აგრონომი, ელდარ თავაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს, გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი, მანანა ერქომაიშვილი ადასტურებს, რომ თხილის მცენარეს სერიოზული გასაჭირი აქვს და ჯერჯერობით, უცნობი დაავადება თუ მავნებელი ძირფესვიანად ახმობს:

_ ყველა შეწუხებულია ამ პრობლემის გამო. ნამდვილად არსებობს თხილის მცენარის ხმობის მრავალი ფაქტი. განსაკუთრებით, ზღვისპირა სოფლებში. ახლა აქეთაც გადმოინაცვლა. შარშან იყვნენ სააგენტოდან ჩამოსული. აიღეს ნიმუშები. ჯერჯერობით, არაა დადგენილი, რაა მიზეზი. სოკოვან დაავადებაზეც იყო საუბარი. სააგენტო ახლა გეგმავს ექსპერტების მოწვევას და ჩვენ აუცილებლად გვექნება თქვენთან კომუნიკაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ დადგინდება, რა არის ხმობის მიზეზი. დაზუსტებულ პასუხს მე ვერ გეტყვით, ბუნებრივია, თუმცა, ვიმეორებ, ამ ფაქტით ყველა შეწუხებულია და აუცილებლად მოხდება გამოკვლევა, _ გვითხრა ქალბატონმა მანანამ.

მისი დაპირებისამებრ, ჩვენ ვეცდებით, როგორც კი ექსპერტები შეიკრიბებიან, გამოირკვევა და დადგინდება თხილის ხმობის მიზეზები, მკითხველს ოპერატიულად მივაწვდით ინფორმაციას.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

აკაკი ღლონტიმანანა ერქომაიშვილი
გაზიარება309Tweet193Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23 იანვარი, 2026

საუკუნის მოტოროლერი

სატურნის საიდუმლოება ამოხსნილია

ყველა სიახლე

საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24.01.2026
სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო