ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღესმთავრობის ხელშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურია ყველა მიმართულებით.
„ხელისუფლება არის უაღრესად აქტიური ყველა მიმართულებით. ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმი, რომელიც დღესმთავრობის ხელშია და ეტაპობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან მიმართებაში მიზანს მივაღწევთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.