შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა. მინისტრი ხმის მისაცემად მთაწმინდის მეხუთე უბანში მარტო მივიდა.
ამ დროისთვის ხმა უკვე მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძემ.
საარჩევნო უბნები მთელი თბილისის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 08:00 საათზე დაიხურება.