ოზურგეთში სტუმრობისას “გურია ნიუსმა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, პოეტი, გიორგი კეკელიძე ჩაწერა, რომლის სრულ ინტერვიუს ორშაბათს შემოგთავაზებთ.
ინტერვიუს დროს ვისაუბრეთ მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე.
საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 90-იანი წლების თაობამ, არაერთი გასაჭირი და ბრძოლა გადაიტანა. გადალახა სხვადასხვა სახის პრობლემები. ამ საკითხზე გიორგი კეკელიძის აზრი ასეთია:
“იცით რა, ან გადალახა ან არა. მე, შენ და სხვებსაც რაღაც დოზით გვემჩნევა 90-იანი წლები. მაინცდამაინც თუ რაღაცნაირად თავი არ მოვიკალით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ დიდი ტრამვიდან გამომძვრალები ვართ. ვიღაცებმა, მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით ვერ გადალახეს. ვიღაცებმა გადავლახეთ. გარემო ბავშვზე ახდენს დიდ გავლენას, განსაზღვრულ გავლენას. შესაბისად, არ ვიცი, რა მეცადინეობით გადავლახეთ ჩვენ ეს ყველაფერი… რაღაც დაჟინებით, ალბათ გამართლებითაც და ა.შ. მაგრამ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ჩვენ, ის ხალხი, ვინც ის ეპოქა გამოვიარეთ და ვართ პასუხიმგებლები რეალურად, იმ დანარჩენ თაობაზე, რომლებიც შეიძლება ახლა რთულ გარემოში არ ცხოვრობდნენ, მაგრამ არანაკლები გამოწვევები აქვთ.
_ადამიანური ურთიერთობები უფრო მეტად 90-იან წლებში ხომ არ იყო და დღეს ეს აღარ არის.
_ მათ შორის, შეიძლება იყო ასეც, რომ რეალურად არ ვიყავით გაუცხოებული ერთმანეთისგან. უფრო ხშირად გვქონდა კომუნიკაცია. იმ დროს სოციალური ქსელები არც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთი რთული ვითარება იყო, ზუსტი მიზეზის გამოვლენა გაჭირდება.
_ რას ურჩევდით ახალ თაობას?
_ ვურჩევდი ხშირ კომუნიკაციას, როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს, მასწავლებლებსაც, იმიტომ, რომ გამოსავალი არის კომუნიკაციაში, გამოსავალი არის ლაპარაკში, გამოსავალია იმის დანახვაში, რომ ცხოვრება არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი, არ არის ყოველთვის მშვენიერი. აუცილებელია იმ ძალის პოვნა, რითაც ჩვენ, ყველანი,