საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ორიგინალურად მოუწოდებს მოსახლეობას #დარჩისახლში:
“ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე: „თუ ჟვინტლი მოგდილარიენ, რას დეეთრევი ჩაში ფეხბურთის სათამაშოთ, დეეგდე სახლში და მეირჩინეო“.
აბა, ამგვარ წინადადებას როგორ გაკადრებთ, მაგრამ სხვა ფორმით და იმგვარივე სიყვარულით, რაც იმ ვითომ სალანძღავ სიტყვებში იყო, მოგიწოდებთ, ჩემგან განსხვავებით, ვისაც გარდაუვალი ვალდებულებები არ გაქვთ, დარჩით სახლში.
ავიცილოთ თავიდან მძლავრი აფეთქება და დავტოვოთ ვირუსი ნელი გავრცელების რელსებზე!
მოჰფინეთ ეს სლოგანი ერთმანეთს და რაც მთავარია, მხოლოდ სლოგანად ნუ დატოვებთ #დარჩისახლში
პატივისცემით
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”