კარანტინში მყოფი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს მინაწერით _ “გრანელისებრთაგანი კარანტინსა შინა ნათქვამი უთავბოლო ერთი”
კარანტინის საღამოა მშვიდი,”
გამოცხადდა – სანამ სიმინდს ვფშვნიდი.
წუთი წუთებს მიუყვება ფრენით,
დამავიწყდა მისამართი შენი.
ცამდე სწვდება აწ დღეების სიგრძეც,
ინტერნეტის შენელება ვიგრძენ.
წინ მეშლება ოთხი კედლის არე,
ამ კედლებზე ვიცი გავალ მალე.
კანარტინის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
გრანელისებრთაგანი კარანტინსა შინა ნათქვამი უთავბოლო ერთი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze