თუ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, სად გარბოდით, სად მიდიოდით, სად იმალებოდით? – ასე მიმართა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში ამნისტიის კანონპროექტის “ქართული ოცნების” ვერსიას განიხილავენ.
,,გუშინ საოცრება გავიგეთ თქვენი ყოფილი პრემიერისგან, როდესაც, ერთის მხრივ, აცხადებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი, არცერთი კაბინეტებში არ ყოფილხართ. თუ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, სად გარბოდით, სად მიდიოდით, სად იმალებოდით? თუ ესეც არასწორი თქვა თქვენმა პრემიერყოფილმა და როგორც თქვენ მას რამდენიმე თვის წინ უწოდებდით სუპერძალოვანმა მინისტრმა?!“ – განაცხადა კირკიტაძემ.