საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.
„შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved