ქალაქ ოზურგეთში მდებარე კლინიკა „მედალფაში“ სინოფარმით აცრა დაიწყო. ვაქცინა პირველმა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ და მისმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა გაიკეთეს.
“მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაცია არის პანდემიის სწრაფად დამარცხების ძირითადი გასაღები“, _ განაცხადა გიორგი სახოკიამ.