„ქართულ ოცნებას“ ეშინია ხმები არ დაკარგოს, გახარიას ეშინია პოლიტიკაში მოსვლის, თუ ეშინიათ“, _ ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა“ და 17-18 თებერვალს მან მოიტყუა
მისი თქმით, , თუ ეშინიათ, წავიდნენ ხელისუფლებიდან და ოპოზიცია მიხედავს ქვეყანას, ქვეყანას წინ წაიყვანენ და აღარ იქნება ეს მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება.
„ქართულ ოცნებას“ ეშინია ხმები არ დაკარგოს, გახარიას ეშინია პოლიტიკაში მოსვლის, თუ ეშინიათ, წავიდნენ ხელისუფლებიდან და მივხედავთ ამ ქვეყანას, ავაწყობთ ყველაფერს, ქვეყანას წინ წავიყვანთ და აღარ გვექნება ეს მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება. მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ხალხს ეს აღარ აინტერესებს, ყელში ამოუვიდა ეს კინკლაობა, თავდასხმები. ხალხს აინტერესებს, საიდან ექნება შემოსავალი, როგორ გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, როგორ შემოვა ინვესტიცია და ა.შ. როცა ხელისუფლებაში გყავს პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მარტო ასეთი სიტყვიერი გარჩევები არის საკითხი და არა ხალხისთვის ზრუნვა, ეს მიანიშნებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად არის შესაცვლელი, _ განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“.
მისი თქმით გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს „ფართო გაგებით მოიტყუა“.