ნიკა მელიას დაპატიმრებით მანიპულირებს „ნაცმოძრაობა“ და ყველა დანარჩენი, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, პირობითად, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი მე მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილებს არასდროს უფიქრიათ პარლამენტში შესვლაზე და არაერთხელ განაცხადეს, რომ დესტაბილიზაციის და რევოლუციის გეგმა მათთვის არის გადამწყვეტი.
„რასაკვირველია, მნიშვნელოვანია მოლაპარაკების მაგიდასთან პოზიციით მისვლა და არა ის, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას. ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ნიკა მელია სწორედაც პატიმრობისთვის იყო განწირული თავისი გუნდის მიერ, თავისი თანხმობით, რა თქმა უნდა, რათა დღეს ეს ვითარება დამდგარიყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია იყო ძლიერი და იყო ზეწოლა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და დანარჩენი საკითხები განხილული უნდა ყოფილიყო პარლამენტში. აი, ამის შესაცვლელად იყო გაკეთებული ის, რასაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოხდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.