მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჟორჟოლიანი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარს უჭერს. მისი განცხადებით, ეფექტური სამართლებრივი რეგულაციების პირობებში ამ კანონის მიღება სრულიად მიზანშეწონილია. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში დადებითი განწყობა არსებობს.
,,ვიცით, რომ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ზოგადად, მარიხუანს დეკრიმინალიზაცია ეფექტური სამართლებრივი რეგულაციების პირობებში, მიზანშეწონიად მიმაჩნია, ამიტომ ვიზიარებ იმ ნდობას, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. უფრო კონკრეტულად მომავალში მოგახსენებთ, როდესაც დეტალურად გავეცნობი ინფორმაციას“ , _ განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.