”გირჩი” პროსტიტუციის ლეგალიზაციას მოითხოვს და განმარტავს, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისთვის.
მათივე განმარტებით, დაცული იქნება სექსინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და მათზე ვეღარ იძალადებენ.
„ვაყენებთ საკითხს პროსტიტუციის ლეგალიზაციის შესახებ და მიგვაჩნია, რომ ამ საქმიანობის არცერთი კომპონენტი არ უნდა იყოს დასჯადი. არც სისხლის და არც ადმინისტრაციული სამართლის წესით. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქურდებს, მკვლელებს, მოძალადეებს და არა სექს მუშაკებს”, _ განაცხადა „გირჩის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნათია კალაძემ.
”გირჩი” შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში რამდენიმე დღეში შეიტანს.