ადამიანები ყოველწლიურად ატმოსფეროში 30-დან 40 მილიარდ ტონამდე ნახშირორჟანგს აფრქვევენ, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, დედამიწაზე ტემპერატურა მოიმატებს, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ვინაიდან გახშირდება გვალვის, წყალდიდობებისა და სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევები.
თუ ჩვენ ხეებს 1,7 მილიარდი აკრის ფართობის ტერიტორიაზე დავრგავთ, ყოველწლიურად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობას 3 მილიარდი ტონით შევამცირებთ. ეს ყოველწლიურად ადამიანების მიერ ატმოსფეროში გაფრქვეული ე.წ სათბურის გაზების დაახლოებით 10%-ია.
ამგვარად, მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა ხეების დარგვა, ვინაიდან ისინი გამოყოფენ ჟანგბადს და ისრუტავენ ნახშირორჟანგს. თუმცა, ჩატარებული კვლევების მიხედვით, ჩვენ აღარ შეგვიძლია იმ რაოდენობის ხის დარგვა, რაც ამ პრობლემას აღმოფხვრის. ასე მაგალითად, იმისათვის, რომ ნახშირორჟანგის რაოდენობა ჰაერში 10%-ით შევამციროთ, აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე უნდა დავრგოთ ხეები.