“თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს საზიანო სატარიფო ომის დასასრულებლად ჩინეთთან მოლაპარაკების გაგრძელება სურს, მაშინ მან არასწორი ქმედებები უნდა გამოასწოროს”,_აღნიშნული განცხადება Euronews-ის ინფორმაციით ჩინეთის კომერციის სამინისტროში გააკეთეს.
როგორც გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაამწვავა სავაჭრო დაპირისპირება და გლობალური ეკონომიკური რეცესიის შანსი გაიზარდა.
კომერციის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიების ინტერესების დასაცავად აუცილებელ ზომებს მიიღებენ.