საზღვარგარეთ 9 წლის სამტრედიელი ბიჭი გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ჯაბა ჩხაიძე მძიმე სენს ებრძოდა.
“გლოვის ზარია სამტრედიაში … სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატავად… ჩვენი ჯაბა, ჯერ ხომ 9 წლის იყო და ყველაფერი წინ ჰქონდა. სამწუხაროდ, დამარცხდა მძიმე სენთან ბრძოლაში. ეჰ, როგორი უსამართლოა სამყარო…. შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩვენო პატარა ვაჟკაცო!
“ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული!”,- წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძობს ოჯახს.
































































