“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გოჩა მეგრელიშვილი ჩოხატაურის მერობისთვის ბრძოლას აპირებს.
“ქართული ოცნების” გურიის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი კენჭისყრას პარტიის გარეშე გეგმავს:
_ არის მოძრაობები, რომელთა საშუალებით მაქვს შესაძლებლობა, კანდიდატურა დავაყენო.
მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და არც ვაპირებ სადმე შესვლას.
დეტალებზე რამდენიმე დღეში შევძლებ საუბარს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გოჩა მეგრელიშვილმა.