თბილისის ინფექციურში 38 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კრიტიკულად მძიმე, მათგან ერთის მდგომარეობა უმჯობესდება. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი კლინიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაც მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემაში„იმედის დილა“ განაცხადა.
მისი განმარტებით, კორონავირუსზე განმეორებითი ტესტის პასუხს დაახლოებით 4-5 პაციენტზე ელოდებიან და შესაძლოა, ისინი გაწერონ.
„უახლოესი 48 საათის განმავლობაში 4-5 პაციენტზე მეორე უარყოფით პასუხს ველოდებით და შეიძლება გავწეროთ ბინაზე“, – განაცხადა ინფექციონისტმა.