„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი აქციის არის მაჩვენებელი იმისა, რომ საზოგადოება კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა ამ ბრძოლაში.
გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ხელისუფლება. იმ შემთხვევაში კი თუ ხალხის აზრი გათვალისწინებული არ იქნება, სისტემა შეირყევა.
„ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ სისტემა, რომელზეც ის დგას, შეირყევა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, კონკრეტულად იმ სკამზე ვინ ზის დღეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის ხალხის ნების გამტარი, ეროვნული ინტერესების მატარებელი. თუ ისინი არ გაითვალისწინებს ხალხის სიმრავლეს, საზოგადოების დაკვეთას, ხალხის მოთხოვნას, არ იქნება ეროვნული ინტერესების მატარებელი, ჩვენ კი არ გადავაგდებთ ამ ხელისუფლებას, თვითონვე მოარყევს ის თავის თავს და მას მოარყევს ჩვენი სიმრავლე, რადგან ნათელია ყველაფერი. ხელისგულზე დევს ხელისუფლების მოქმედება, რამდენად უსამართლოა“, – განაცხადა გოლეთიანმა.