გომბორი-თბილისის საავტომობილო გზის უჯარმის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. ,,საზოგადოებრივის” ინფორმაციით, გორაკიდან მიწა და ქვა-ღორღი ცვივა, რომელიც საავტომობილო გზაზე იყრება.
უჯარმაში გამგებლის წარმომადგენელის დავით აბელაშვილის განცხადებით წვიმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი შემთხვევა ხშირია.
„ავალიანთ საყდრიდან უჯარმის ციხემდე საავტომობილო გზის მონაკვეთზე იყო მცირე შეფერხება, მისი გაწმენდა ხელით მოხერხდა და ამჟამად გზა თავისუფალია“, – განაცხადა აბელაშვილმა.
გომბორი-უჯარმის საავტომობილო გზაზე მეწყერული ქანები ორი კვირის წინაც ჩამოიშალა.