“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, 60/46 გომის საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 158 ხმა მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა მერობის კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 124 ხმა.
ოზურგეთში 2017 წლის 12 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურში 62274 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებზე გამოცხადდა 35309 ადამიანი (56.9).