მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მინისტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გომისმთის მცხოვრებთ პირადად გააცნო და საინფორმაციო მასალები გადასცა.
საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა მინისტრს გაუზიარეს ინფორმაცია საკადასტრო აზომვების ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის, რელიეფურ სირთულეებსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე, გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკასა და სხვა პროცედურულ დეტალებზე. მიუხედავად არეალის კომპლექსური ხასიათისა, საამზომველო სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ვრცლად, თეა წულუკიანის გომისმთის დასახლებაში ვიზიტის შესახებ, “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.