Google-მა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ასახულია მსოფლიოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან, 131 ქვეყანის მოსახლეობის გადაადგილების და ზრდის მონაცემები. როგორც კომპანია აცხადებს, მონაცემები მობილური ტელეფონებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.
კვლევის მიხედვით, საქართველოში 16 თებერვლიდან 29 მარტამდე პერიოდში მოქალაქეთა გადაადგილება მაღაზიებში, კინოთეატრებში, რესტორნებში, კაფეებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში 67%-ით შემცირდა.
მოქალაქეთა გადაადგილება სურსათის მაღაზიებში კი 36%-ით არის შემცირებული. ბაზრებსა და აფთიაქებში. ხოლო 24%-ით – ეროვნულ პარკებსა და ბაღებში.
ასევე კვლევის მიხედვით, 53%-ით არის შემცირებული მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რკინიგზით სარგებლობს. ხოლო სამუშაო ადგილებზე გადაადგილება 38%-ით შემცირდა.
კვლევის მიხედვით, 12 %-ით გაიზარდილია მოქალაქეების გადაადგილება საცხოვრებელ უბნებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა.