გორის საკრებულოს შენობაში დევნილმა ვენები გადაიჭრა. პირველადი დახმარება მას ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა, შემდეგ კი სავადმყოფოში გადაიყვანა.
დევნილები აქციას მართავენ. ისინი საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ.
მამაკაცი კი, რომელმაც ვენები გადაიჭრა აცხადებს, რომ თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. მისი თქმით, მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ერთ-ერთ ამორტიზებულ სახლში ცხოვრობს. არის ონკოლოგიური ავადმყოფი და ქიმიის კურსი უტარდება. მამაკაცს ეპილეფსიით დაავადებული მეუღლე ჰყავს, ხოლო ორი მცირეწლოვანიდან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.