გორში 24-საათიან მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოლარეს სალაროდან ფული მუქარით გასტაცა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მაღაზია “ლიბრეს” მენეჯერი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. ის, ასევე არ აზუსტებს ასევე დანაკარგის ოდენობას.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ყაჩაღობის, 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.