საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.
მან საზოგადოებას ასეთი რეაქციისთვის მადლობა გადაუხადა და გამოცხადებული ნდობის გამართლებას დაპირდა.
“თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ მის ხელშია ბერკეტები.
გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე, კარგი შეგრძნება, რეაქცია.
მეც გავაკეთე რეაქცია და საზოგადოება ამაზეც გააკეთებს რეაქციას. მინდა მადლბა გადავუხადო საზოგადოებას და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს იმედები გავამართლოთ”,_განაცხადა ივანიშვილმა.