გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბში ბრიფინგი გაიმართა. გრიგოლ ვაშაძე “ედისონ რისერჩისა” და “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგებ გამოეხმაურა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის ცესკოს საბოლოო მონაცემებს დაელოდება.
“იმიტომ, რომ ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა, არჩევნებზე ზუსტად 5 საათის შემდეგ მივიდა. ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა, ყველას მოსყიდვა, ყველას კრიმინალი, კორუფციონელი, ნარკომანი, ყველანი საქმეში იყვენნ ჩართულები. მიუხედავად ამისა, დღეს ხუთი საათის მონაცემებით 756 ათასი ხმა მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.