ამ წუთებში, 19 საათსა და 38 წუთზე გურიაში მიწისძვრა იყო.
“გუგუნი იყო, ტახტზე ვიჯექი და რამდენჯერმე აიწია”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან”.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
მიწისძვრის სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.