https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„გულშემატკივართა სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი“

11:08; 24.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისის „დინამო“ მაღალი დონის მცველებით ყოველთვის განებივრებული გახლდათ. ბატონი შოთა ხინჩაგაშვილი ჩვენებური გუნდის ღირსებას წინა საუკუნის 70-იან წლებში იცავდა და მის წარმატებებში დიდი წვლილიც აქვს შეტანილი.

ბატონი შოთა დღეს ჩვენი სტუმარია და საკუთარ ბიოგრაფიას თავად გაიხსენებს.

„რუსთავში გავიზარდე. იმ ადგილს „ინტერნატებს” ეძახდნენ. ისეთი უბანი იყო, ტაქსისტებიც ერიდებოდნენ იქ წასვლას. მთელი ჩემი უბანი ფეხბურთზე დადიოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეზოში მათზე კარგად ვთამაშობდი, ვარჯიშისგან თავს ვიკავებდი. ფეხბურთზე მოგვიანებით შევედი, მიშა თაროზაშვილი იყო ჩემი პირველი მწვრთნელი.

პირველ მატჩს რა დამავიწყებს? მწვრთნელმა თავდამსხმელად დამაყენა. 2:0 მოვიგეთ და ორივე გოლი მე გავიტანე! თავი სიზმარში მეგონა, მატჩის მერე კი მწვრთნელმა მითხრა, ამიერიდან დაცვაში ითამაშებო. წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნებოდი, თუმცა დრომ დაგვანახა, რომ მწვრთნელი მართალი იყო. და საერთოდ, ბატონი მიშა ძალიან ალღოიანი კაცი გახლდათ.

გლდანის სპორტსკოლის დამთავრებამდე რუსთავის „მეტალურგში” ვთამაშობდი. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა ჩვენთან: თემურ ჩლაიძე, ვოვა ინასარიძე, გია აფციაური… არც კი ვიცი, რომელი ერთი დავასახელო.

1968 წლის 4 იანვარი გუშინდელივით მახსოვს: კლუბში „დინამოში” მიწვეულების სია გამოაკრეს. ჩამონათვალში მეც ვიყავი, არადა, იმ სიაში ბევრი ისეთი მოთამაშე ვერ მოხვდა, რომელიც წარმატებაში დარწმუნებული იყო. რასაც მაშინ განვიცდიდი, იმას სიხარული კი არა, სხვა რაღაც ერქვა – როგორია, 17 წლის ბიჭს „დინამო” მიწვევდა! მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა ალიოშა კოტრიკაძემ მთხოვა, „დინამოში” შენს პოზიციაზე გურამ ცხოვრებოვი და რეზო ჭოხონელიძე თამაშობენ, ძირითადში მოხვედრა გაგიჭირდება, სკამზე ჯდომას კი სჯობს ერთი–ორი წელი მოიცადო, ჩვენთან მეტი ითამაშო და მერე უკეთ მომზადებული წახვიდეო. დავუჯერე და არც წამიგია.

„დინამოში” 1970 წელს აღმოვჩნდი. იმ წელს ყველა ქართველი ფეხბურთელის საოცნებო გუნდში მხოლოდ სამი მოთამაშე აგვიყვანეს: მე, ცხონებული დათო ყიფიანი და უნიჭიერესი ნოდარ კვანტალიანი. მალე იტალიაში წავედით შეკრებაზე, მერე კი ლესელიძეში ვიყავით ორი თუ სამი კვირა. „დინამოს” მაისური პირველად სწორედ იქ მოვირგე, საწვრთნელი თამაში იყო. მერე ჩემპიონატიც დაიწყო და მეც დინამოელად „მოვინათლე“.

15 მარტს ჩემპიონატი დაიწყო. საწყის ტურში მოსკოვის „ტორპედო” გვეწვია. წინა დღეს დუბლების თამაში გაიმართა – 2:4 წავაგეთ. გულგატეხილი ვიყავი, ვიფიქრე, მორჩა, პირველ გუნდს ვერასდროს ვეღირსები–მეთქი, მაგრამ ბაზაზე ძირითადი გუნდის შემადგენლობა რომ ვნახე, თვალებს არ დავუჯერე – ძირითად შემადგენლობაში ვიყავი! „ტორპედოს” 3:0 მოვუგეთ – მე შეუცვლელად ვითამაშე. იმდღეს დაცვაში ჩემთან ერთად რეზო ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა და ბიჭი ჭელიძე იდგნენ.

ერთი კვირის შემდეგ კიევის „დინამო” გვესტუმრა. ჩვენი მთავარი მწვრთნელი გივი ჩოხელი იყო. მან კვლავ ძირითადში დამაყენა. ისევ მოვიგეთ. შემდეგ მოსკოვის „სპარტაკი” და მინსკის „დინამოც” დავამარცხეთ… ის ჩემპიონატი ზედიზედ ოთხი მოგებით დავიწყეთ. ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემთვის ის ეტაპი გადამწყვეტი იყო – თავდაჯერებული გავხდი, რაც შემდგომ ძალიან დამეხმარა.

„დინამოს” შემადგენლობაში სამასამდე ოფიციალური მატჩი ჩავატარე, გოლი კი ერთადერთხელ გავიტანე. ეს სადებიუტო წელს, 1970-ში, საკავშირო თასის ფინალში მოხდა მოსკოვის „დინამოსთან“. ის ფინალი მოსკოვში, „ლუჟნიკებზე” გაიმართა 8 აგვისტოს – ასიათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა ორი „დინამოს” მატჩის სანახავად. მოსკოველთა კარში ლევ იაშინი იდგა, მე თუ მკითხავთ, ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მეკარე. 67-ე წუთზე გავუტანე – გურამ პეტრიაშვილი ფლანგზე გაიჭრა, ჩააწოდა და მეც ვარდნაში შევაგდე. მანამდე 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ ანგარიში ვეღარ გავათანაბრეთ.

სხვათა შორის, მოსკოვის „დინამოსთან” მე არ უნდა მეთამაშა – მწვრთნელი გურამ ცხოვრებოვს ამზადებდა ძირითადისთვის, მაგრამ მას მატჩის წინ კუნთი დაეჭიმა და მე შევცვალე. იმ თამაშიდან კიდევ ორი ამბავი მახსენდება: სლავა მეტრეველს მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაინც ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა. ჩემთვის ეს მაგალითი იყო და კიდევ: მეორე ტაიმის წინ, სანამ გვირაბიდან მოედანზე გავიდოდით, ვხედავ, ლევ იაშინი სიგარეტს ეწევა! თვალები შუბლზე ამივიდა – ამ სამაგალითო კაცისგან ასეთ რამეს არ ველოდი!

საწყის წლებში ბევრი მატჩი გამიცდა. მიზეზი? ტრავმები! გაუთავებელი პრობლემები ახალგაზრდული ასაკის ბრალიც იყო – ვიტკენდი რამეს და ხეირიანად არც ვმკურნალობდი – როგორც კი ფეხზე დავდგებოდი, მწვრთნელს ვეუბნებოდი, ვითამაშებ–მეთქი და… 1974-1975 წლებში, როცა „დინამოს” გაუჭირდა, ორ ჩემპიონატში სულ 20 თუ 21 მატჩი ჩავატარე. ცხადია, გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ მაშინ ვერ ვფიქრობდი ამდენს, მეგონა, კიდევ 10-15 წელი ვითამაშებდი.

დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ნაკრებში უფრო მეტი შეხვედრა უნდა ჩამეტარებინა. მწვრთნელებმა პირველად 1976 წელს მიმიწვიეს – გუნდი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და ჩემი დებიუტიც ქვეყნის პირველ გუნდში მაშინ შედგა – 1976 წლის 28 ნოემბერს არგენტინაში. ის თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. ოთხი დღის შემდეგ ბრაზილიელების წინააღმდეგ ვითამაშე – 0:2 წავაგეთ… ის ტურნე არასაფეხბურთო შთაბეჭდილებების გამო უფრო მახსოვს – სამხრეთ ამერიკაში ადვილად ვერ მოხვდები და მეც თვალებგაფართოებული ვუქცერდი ხალხს და ქვეყნებს, რომელთა შესახებ მხოლოდ წიგნებსა და ჟურნალებში თუ წამეკითხა.

მსაჯებთან ტკბილი ურთიერთობა არასდროს მქონია, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ უსამართლობას ვერ ვიტანდი და საკუთარ აზრს ყოველთვის დაუფარავად გამოვხატავდი. თასების თასის ფინალიც სწორედ ამიტომ გამიცდა – როტერდამში, „ფეიენოორდთან” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთ–ერთი ჰოლანდიელი წაქცეულ გაბელიას ეუხეშა და მეც „ხურდა დავუბრუნე“. მსაჯმა, ცხადია, ყვითელი ამიფრიალა. ის ბარათი საბედისწერო გამოდგა ჩემთვის.

ყველაზე რთული მატჩი? თასების თასის ნახევარფინალი როტერდამში, „ფეიენოორდთან“! ისეთი ტენდენციური მსაჯობა, რაც იმ შეხვედრაში იყო, არასდროს მინახავს – არბიტრი ყველაფერს აკეთებდა „დინამოს” დასაღუპად. იმ თამაშის მერე ბევრჯერ დავფიქრდი: როგორ გავძელით და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჰოლანდიელები ჩვენმა გაუტეხელმა ჟინმა დათრგუნა! მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთადერთი გოლი სჭირდებოდათ ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად, მაინც გავძელით, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა ორი გოლი არ ჩაგვითვალა და სამი პენალტი არ მოგვცა, არ გავტყდით! აი, ამით ვაჯობეთ მეტოქეს!

რაც ჩემს გაფრთხილებას და იმ ყვითელ ბარათს მოჰყვა და რაც მაშინ გადავიტანე, მტერს არ ვუსურვებ! „შოთამ გუნდი დააღალატა“, „შოთა საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებლად მოიქცა“… რას არ წაიკითხავდით მაშინ ჩემზე! ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ჭკუას მარიგებდა და მაკრიტიკებდა. თან, მნიშვნელობა არ ჰქონდა, იცოდნენ თუ არა ფეხბურთი, ერკვეოდნენ თუ არა საკითხში… ბევრი უარყოფითი წავიკითხე მაშინ. ამას ისიც დაერთო, რომ დიუსელდორფში არ წამიყვანეს. ასეთი რამ ახლა, ცხადია, არ ხდება – თამაშობს თუ არა ფეხბურთელი, ის გუნდთან ერთადაა, მაგრამ მაშინ სხვანაირად ფიქრობდნენ და მეც თბილისში დამტოვეს.

ფინალს შინ, მეუღლესთან ერთად ვუყურე. ძალიან ვნერვიულობდი, ცოლი მეუბნებოდა, დამშვიდდი, რამე არ მოგივიდესო… გოლი რომ გაგვიტანეს, მართლა ცუდად გავხდი, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი დიდებულად დასრულდა! „დინამოს” დასახვედრად თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათით ადრე წავედი, მეგონა პირველი ვიქნებოდი, მაგრამ ბიჭებამდე ვერც მივედი – ზღვა ხალხი იყო მისული გუნდის დასახვედრად.

პოპულარობა? გულშემატკივართა სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მათი სითბო და მხარდაჭერა არასდროს მაკლდა! როცა ბავშვები სასეირნოდ გამყავდა, ხან ვინ გადამეხვეოდა და ხან ვინ. შვილები მეკითხებოდნენ, მამა, ვინ იყო ეს კაციო, მე კი უბრალოდ ვპასუხობდი, მათ ფეხბურთი უყვართ–მეთქი.

ბავშვობაში, სანამ „დინამოში” მოვხვდებოდი, მესხის და მეტრეველის გულშემატკივარი ვიყავი, მერე კი, როცა მცველი გავხდი, ყველაზე ძალიან მურთაზ ხურცილავას თამაში მომწონდა.

ცხოვრება ჩქარ მატარებელს ჰგავს, ბევრი შეხტომასაც ვერ ახერხებს, მაგრამ მგონი, ჩემი მატარებელი და იმ მატარებელში ჩემი ადგილი ზუსტად ვიპოვე“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

შოთა ხინჩაგაშვილი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21 თებერვალი, 2026
სპორტი

მორაგბე გოგონები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21 თებერვალი, 2026

"პუტინმა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება" - სააკაშვილის წერილი რუს უფლებადამცველს

BLOOMBERG: ჩინეთში ერთ დღეში COVID-19-ით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო