შსს-ს ინფორმაციით, გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციული წესით, 8 პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიცია მათ დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევას ედავება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია რომ ერთი ადამიანი დაპირისპირებისას ცუდად გახდა.
გუმათში კი ამ დრომდე ხმაურია. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები რკინის კედელს ხელს ურტყამენ.