პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია გურამ დოჩანაშვილის უკვდავი შემოქმედება.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო.
გურამ დოჩანაშვილმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი ფრთიანი ფრაზები და დაუვიწყარი ლიტერატურული გმირები სამუდამოდ დარჩებიან ქართველი მკითხველის ხსოვნაში. ასეთი გმირების შექმნა მხოლოდ ჭეშმარიტად ნიჭიერ, გულწრფელ და გამორჩეულად კაცთმოყვარე შემოქმედს შეუძლია.
თანამედროვეობის უდიდესი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა – მას არასოდეს მოჰკლებია ქართველი მკითხველის აღიარება და სიყვარული. მისი ყველა ნაწარმოები მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს აღვივებს და განსაკუთრებით ძლიერ კვალს ტოვებს ყველა თაობის მკითხველზე.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია გურამ დოჩანაშვილის უკვდავი შემოქმედება”, – აღნიშნავს პრემიერი “ფეისბუქის” ოფიცილურ გვერდზე.