გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულებულ გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა _ ფინალში მან მასპინძელი ძიუდოისტი იოჰანეს ფრეი რამდენიმე წამში, ულამაზესი გდებით დაამარცხა.
თუშიშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა.
დღესვე მეორე ქართველმა _ ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ხოლო პირველ საშეჯიბრო დღეს მეორე ადგილი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) დაიკავა.