„გურია ნიუსი“ ამ წუთებში იმყოფება დაბა ნასაკირალის საარჩევნო უბანზე, სადაც შეიმჩნევა როგორც მსუბუქი ავტომობილების, ასევე, „ჯიპების“ მობილიზება. ერთ-ერთ „ჯიპში“ შევნიშნეთ საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი, რომლის გვერდით ირაკლი ჭეიშვილი ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე იმყოფება.
„არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვზივარ მეგობართან ერთად”, _ გვითხრა ჩალაგაშვილმა.