სამ დეკემბერს, ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ „თელავთან“ გამართული მორიგი საპლეიოფო მატჩის შემდეგ ლანჩხუთის „გურიამ“ რანგით მესამე ლიგაში გადაინაცვლა.
პირველი საპლეიოფო შეხვედრაში „გურიამ“ თელაველებთან სტუმრად 2:1 მარცხი იწვნია, სახლში კი ფრეს 1:1-ს დასჯერდა, რითაც მორიგი სამარცხვინო დღე ჩაიწერა კლუბის ისტორიაში.