“სხვადასხვა ქალაქიდან დღეს რეგიონში დაბრუნდა 3163 ადამიანი (15 აპრილს), _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში გურიის გუბერნატორის მოადგილე, ქეთი მოისრწაფეშვილი წერს.
“გურიის რეგიონში დღეს სამივე მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან მინდინარეობდა თერმოსკრინინგი. ყველა მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი“ – შემოწმებისას ცხელება არ დაფიქსირებია არცერთ ადამიანს. მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმებს, პოლიციელებს, საპატრულო პოლიციას. ყველა იმ ადამიანს, რომელიც დილიდან ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში“, _ წერს ქეთი მოისწრაფეშვილი ფეისბუქზე.