გადაუღებელი წვიმების შემდეგ, გურიაში გამოიდარა. ოზურგეთის ცენტრალურ სივრცეში, „ჭადრების ბაღში“ დილაუთენია გამოჩნდა ყველასთვის ცნობილი, სერვისცენტრის თანამშრომელი, ნატაშა მიხაილოვა და საქმეს შეუდგა:
_ რა ამინდები იყო _ სამჯერ გამოვედი და სამჯერვე მთლიანად დავსველდი. ვერანაირმა „პლაშოვკამ“ ვერ დამიფარა. ნიაღვარმა ყველა ფოთლების გროვა დამიფანტა. მეც კინაღამ წამიღო. „ჭადრების ბაღის“ „გადია“ ვარ, დავიძარი… ჯერ ნუ მიღებ, სასწრაფოდ უნდა მოვაწესრიგო ჩემი სუფთა სამყარო, ჩემი ოზურგეთის ცენტრი და მერე მობრძანდი, _ ჩვეული ღიმილით გვითხრა მან და საქმე გააგრძელა.