ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ორივე შემთხვევა იმ ქალის კონტაქტებია, რომელიც იმყოფებოდა ბათუმში ქორწილში. ერთი დაინფიცირებული 15 წლის შვილიშვილია, მეორე კი მეზობელი.
არჩილ მჟავიას ინფორმაციით, კორონავირუსზე აღებული სინჯებიდან ყველას პასუხი არაა მოსული და სრული ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.
მისივე თქმით, იგეგმება ამ 2 ადამიანის გადაყვანა ბათუმში.