გურიაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განაცხადა.
მჟავიას განცხადებით, 14-ივე მათგანი “აჭარა ტექსტილის” ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებიან. მისივე თქმით, ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან, თუმცა, ცენტრის ხელმძღვანელმა, მათი საცხოვრებელი ადგილები არ დაგვიკონკრეტა. მიმდინარეობს ამ ადამიანდები კონტაქტების მოკვლევა და ამ წუთებში, ეპიდემიოლოგთა 5 ჯგუფი იმ ადგილებისკენ მიემართებიან, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა.